.


პრობლემის აღწერა: კლასში მაქვს პატარა სკივრი,  ,,იდეების საცავი“, რომელშიც მოსწავლეები თავისი სურვილებისა და ინტერესებიდან გამომდინარე, ათავსებენ ბარათებს, რომელზეც მითითებულია თუ რა თემაზე სურთ საუბარი,  რა იდეები აქვთ, ან როგორ გავხადოთ გაკვეთილი უფრო საინტერესო და ა.შ. ვცდილობ ბარათების გაცნობის შემდეგ, გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინო მოსწავლეთა  სურვილები და ინტერესები. როგორც გამოიკვეთა, მოსწავლეთა უმრავლესობას აინტერესებს ინფორმაცია ჰაკერებთან დაკავშირებით. გარდა ამისა,  ჩემი მოსწავლეებისაგან და არა მარტო მათგან ხშირად მესმის ფრაზები ,,მას, ჰაკერობა მინდა“, ,,მას, რა იცით ჰაკერების შესახებ“, ,,მას, ჰაკერებზე გვესაუბრეთ გთხოვთ ......“ ,,ხომ გვასწავლით ჰაკერობას?“  ,,მას ვიღაცამ facebook გამიტეხა .....“  და სხვა
აქედან გამომდინარე, დამებადა იდეა გამეკეთებინა  პროექტი სახელწოდებით ,,ჰაკერი - გენიოსი თუ დამნაშავე?“. კერძოდ, რას ნიშნავს სიტყვა ,,ჰაკერი“, ვინ იყო პირველი ჰაკერი, ჰაკერობა ,,პროფესიაა“ თუ უბრალოდ გატაცება,  რა მიზანი ამოძრავებთ მათ, საჭიროა თუ არა ჰაკერობისთვის განსაკუთრებული ნიჭი. ჰაკერების არსებობა პრობლემას უქმნის თუ არა საზოგადოებას და მათგან თავი შორს უნდა გვეჭიროს თუ არა, ან როგორ დავიცვათ თავი ჰაკერული შემოტევებისგან, რა პრევენციული ზომების მიღება არის საჭირო და ა.შ. 

პროექტის მიზნები:
აკადემიური მიზანი:

ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის

საზოგადოებრივი მიზნები:
მოსწავლეთა მიერ მოძიებულ ინფორმაციისა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით დასკვნების გამოტანა და საზოგადოების მეტად ინფორმირებულობა ჰაკერების დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით. პრევენციული ზომების  და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება როგორც თანატოლებთან, ისე ფართო საზოგადოებისათვის.  კერძოდ,  საინფორმაციო ბუკლეტების (150 ცალი) დარიგება როგორც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში, ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. პოსტერის დამზადება და სკოლაში თვალსაჩინო ადგილას წარმოდგენა.

დაგეგმილი საქმიანობები
რა სახის სათემო და საგანმანათლებლო აქტივობებს ითვალისწინებს პროექტი?

·       ინფორმაციის მოძიება. კერძოდ, მოსწავლეები კითხულობენ და ეცნობიან აღნიშნული თემის ირგვლივ  როგორც ელექტრონულ, ისე  ბეჭვდით ინფორმაციას.
· აწყობენ შეხვედრებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან პროფესორ რუიზან მექვაბიძესთან, სკოლის IT მენეჯერთან. ასევე, შესაბამის  სამართალდამცავ უწყების თანამშრომელთან, სადაც აქტიურად განიხილავენ საკითხს ,,ჰაკერობა - ადამიანითა უფლებების დარღვევა თუ  საგამოძიებო მასალა?“
·  მხატვრული (ჰაკერი .Hacker - https://www.youtube.com/watch?v=330XM1L8yhk)  და დოკუმენტური (,,5 ყველაზე საშიში ჰაკერი - https://www.youtube.com/watch?v=LhhRhru8Lm4;   ,,ჰაკერი - კადრს მიღმა - https://www.youtube.com/watch?v=npJuBUp5cos; ,,5 უდიდესი ჰაკერული შეტევა - https://www.youtube.com/watch?v=stgWotB3ht0)  ფილმების ჩვენება და განხილვა.
შესაბამის თემაზე სხვადასხვა სახის ტელეგადაცემების ნახვა (,,როგორ "იპარავენ" ჰაკერები უსადენო ინტერნეტით პერსონალურ ინფორმაციას - https://www.youtube.com/watch?v=LlRjzkQj9sA; ,,18 წლის ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი - https://www.youtube.com/watch?v=kadp9ecFDBA
·       ფილმის ნახვის შემდეგ დისკუსია ,,ჰაკერი - გენიოსი თუ დამნაშავე“. ჩანაწერების გაკეთება
·       ჩაატარებენ გამოკითხვას როგორც სკოლის მასშტაბით, კერძოდ, VII-XII კლასის მოსწავლეებში, ისე ინტ6ერნეტ სივრცეში. შედეგებს კი ასახავენ დიაგრამებზე;
·         თავს მოუყრიან მოძიებულ ტექსტურ, ვიდეო თუ აუდიო ინფორმაციას და შეინახავენ ელექტრონულ-ციფრულ  ფორმატში.
· კომუნიკაციას ერთმანეთთან ამყარებენ როგორც პირადად, ასევე ისტ-ის საშუალებით (E-mail, Skype, სოციალური ქსელები და აშ)
·         პროექტის ხელმძღვანელის დახმარებით ამზადებენ პრეზენტაციებს საპრეზენტაციო პროგრამების საშუალებით,  ასევე,  საინფორმაციო ბუკლეტსა და პოსტერს,  ქმნიან ბლოგს.
· დასრულებული პროექტის პრეზენტაცია სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:


  • პროექტის განხორციელების შედეგად  VI კლასის მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნას და დაიკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობას აღნიშნული საკითხის ირგვლივ,
  • მოსწავლეებს შეეძლებათ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვება,  მართვა, დამუშავება, შეფასება, ანალიზი და, მასზე დაყრდნობით, გადაწყვეტილებების  მიღება, დასკვნების გამოტანა.
  • მოსწავლეები უკეთესად დაეუფლებიან როგორც ციფრული პროდუქტების შესაქმნელ საშუალებებს, ისე კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს. შეძლებენ თავისუფლად მუშაობას სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში.
  • შეძლებენ კველვის/გამოკითხვის ჩატარებას და  შედეგების გასაჯაროებას.
  • მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ თანატოლებს და დაეხმარებიან სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებისას
  • ჩამოუყალიბდებათ თანამშრომლობითი კულტურა და შედგება კომუნიკაცია მოსწავლეებს, მასწავლებლებს, და საზოგადოებას შორის. ამავდროულად სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებული 150 საინფორმაციო ბუკლეტის  საშუალებით  ინფორმირებული იქნა  საზოგადოების გარკვეული ნაწილი.